ინტელის სასწავლო კურსი
Sunday, December 8, 2013
ტრენინგის მერვე დღე
დღეს უამრავი რამ შევისწავლეთ და შევეცები დეტალურად ავღწერო. დღევანდელი დღე ყველაააზე საინტერესო იყო. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების,ლინკების, და ბანერების განთავსება. ასევე გავიარეთ რეგისტრაცია slideshare.net-ზე. ავტვირთე პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.და ვისწავლე როგორ უნდა ჩავაშენო ბლოგზე. ტრენერმა გაგვიზიარა საინტერესო საიტი, რომელსაც გამოვიყენებ აუცილებლად სასწავლო პრაქტიკაში
Saturday, December 7, 2013
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის პირველ ეტაპზე დავასრულეთ მოსწავლის ნამუშევარის ნასრულება, კორექტირება შევიტანე სასწავლო პროქტის პრეზენტაციაში. ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ვიმსჯელეთ მის საჭიროებებზე სასწავლო პროცესში. პროექტის გეგმაში შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფა და მაღალი აკადემიური მოსწავლეების საჭიროებები განვსაზღვრე.
ტრენინგის დასკვნით ეტაპზე ვისწავლეთ შაბლონების გამზადება, რომელიც ძალიან საინტერესო და გამოსადეგი იქნება შემდეგში ტესტების შესაქმნელად..
Sunday, November 24, 2013
Saturday, November 23, 2013
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა ვორდის დოკუმენტში დამატებითი რესურსების მოძიება და დაარქივება შეგვასწავლა. ასევე განვიხილეთ მეორე მოდული და ვიმსჯელეთ სასწავლო ამოცანების შემუშავებაზე. განციხილეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური ამოცანები. ვისწავლეთ პროექტის წერისას მიზნის განსაზღვრა და ინდიკატორის შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით. ინტელის სასწავლო პროექტის დახმარებით გავარკვიეთ თუ როგორია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჯგუფში განვიხილეთ სასწავლო პროგრამის მიერ შემუშავებული შაბლონი, რამაც გაგვიადვილა საკუთარ პროექტზე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის დასმის სტრატეგიების შემუშავება. დასკვნით ეტაპზე კი გუგლის დახმარებით ვისწავლეთ ნამუშევრების ინტერნეტსივრცეში ატვირთვა და კომენტარების გაკეთება.
Sunday, November 17, 2013
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ თუ რა კრიტერიუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ პროექტის შედგენისას. გავეცანით პროექტის მახასიათებლებისა და პუბლიკაციის ჩეკლისტს. ჩევქმენით ბროშურები Microsof Office Publisheri-ის მეშვეობით.
გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას და განვიხილეთ პროცესები, რომელიც ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვას ახლავს თან.
გავეცანით კვლევის შედეგებს რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა
გავეცანით კვლევის შედეგებს რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა
მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეული გამოკვლევა და განხილვა, მნიშვნელოვანი იდეების გონივრული ორგანიზება, მიმდინარე შეფასება(განმსაზღვრელი,განმავითარებელი),პროექტზე დაფუძნებული სწავლა,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა.
პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის
მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ
სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ
კონტექსტთან. გამოყოფენ 4 ძირითად ნაბიჯს რომელიც სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვაში დაგვეხმარება.
- განვსაზღვროთ კონკრეტული სასწავლო მიზნები
- შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც მიმართულია საკვანძო იდეების გაგება-გააზრებაზე და დაგეხმარებათ, მოსწავლეების ყურადღება გამახვილდეს მნიშვნელოვან თემებსა და კონცეფციებზე.
- შევიმუშავოთ შეფასების გეგმა, რომელიც მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებულ, მიმდინარე და რეფლექსურ შეფასებას.
- დავგეგმოთ აქტივობები
Subscribe to:
Posts (Atom)