Sunday, November 17, 2013

      ტრენინგის მეორე დღე

    ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ თუ რა კრიტერიუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ პროექტის შედგენისას. გავეცანით პროექტის მახასიათებლებისა და პუბლიკაციის ჩეკლისტს. ჩევქმენით ბროშურები Microsof Office Publisheri-ის მეშვეობით.  
    გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას და განვიხილეთ პროცესები, რომელიც ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვას ახლავს თან.
   გავეცანით კვლევის შედეგებს რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა 
მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეული გამოკვლევა და განხილვა, მნიშვნელოვანი იდეების გონივრული ორგანიზება, მიმდინარე შეფასება(განმსაზღვრელი,განმავითარებელი),პროექტზე დაფუძნებული სწავლა,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა. 
   პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან. გამოყოფენ 4 ძირითად ნაბიჯს  რომელიც სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვაში დაგვეხმარება.

  •      განვსაზღვროთ კონკრეტული სასწავლო მიზნები
  •      შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც მიმართულია საკვანძო იდეების გაგება-გააზრებაზე და დაგეხმარებათ, მოსწავლეების ყურადღება გამახვილდეს მნიშვნელოვან თემებსა და კონცეფციებზე.
  •     შევიმუშავოთ შეფასების გეგმა, რომელიც მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებულ, მიმდინარე და რეფლექსურ შეფასებას.
  •     დავგეგმოთ აქტივობები

No comments:

Post a Comment