Saturday, November 23, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა ვორდის დოკუმენტში დამატებითი რესურსების მოძიება და დაარქივება შეგვასწავლა. ასევე განვიხილეთ მეორე მოდული და ვიმსჯელეთ სასწავლო ამოცანების შემუშავებაზე. განციხილეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური ამოცანები. ვისწავლეთ პროექტის წერისას მიზნის განსაზღვრა  და ინდიკატორის შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით. ინტელის სასწავლო პროექტის დახმარებით გავარკვიეთ თუ როგორია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჯგუფში განვიხილეთ სასწავლო პროგრამის მიერ შემუშავებული  შაბლონი, რამაც გაგვიადვილა საკუთარ პროექტზე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის დასმის სტრატეგიების შემუშავება. დასკვნით ეტაპზე კი გუგლის დახმარებით ვისწავლეთ ნამუშევრების ინტერნეტსივრცეში ატვირთვა და კომენტარების გაკეთება.

No comments:

Post a Comment